მეგობრებო,
ევრო სერვისი აგრძელებს მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვით! პროდუქციაზე და სერვისებზე ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ და გვეწვიეთ:

ლოკაცია თბილისი - სერვისი

დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25 (აშშ-ს საელჩოსთან)

მუშაობის გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი 9:00 - 17:45; დასვენების დღე: შაბათი, კვირა

+995 593 200 789, +995 593 200 798 (Telegram, Viber, Whatsapp)



ლოკაცია თბილისი - საბითუმო საწყობი

სანზონა, გურამიშვილის 64 (ქსნის ქუჩის 12-ს მოპირდაპირედ)

შესასვლელი ქსნის ქუჩიდან, მანქანით შესვლა ფასიანია (3 ლარი)



ლოკაცია ბათუმი - სერვისი, მაღაზია

აეროპორტის გზატკეცილი 178ა

მუშაობის გრაფიკი:

სამშაბათი - კვირა 10:00 - 18:00; დასვენების დღე: ორშაბათი

+995 593 200 789 (Telegram, Viber, Whatsapp)

ჩვენს შესახებ
ყოველი მომხმარებელი - ჩვენი მეგობარია, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობრულ ურთიერთობას

1989 წელს ჩვენს გუნდს პირველად მიეცა საშუალება დაგვეწყო დამოუკიდებელი მუშაობა და გამოგვეყენებინა წლების განმავლობაში, იმ დროს კიდევ საბჭოთა საქართველოს წამყვან ქარხნებში შეძენილი პრაქტიკული, თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. 2013 წლიდან მოყოლებული ტექნიკოსთა გუნდი კომპანია Cross Sales Group-ის შემადგენლობაში წარმატებით ახორციელებს უამრავ ტექნიკურ პროექტს რითეილში, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. ტექნიკური მიმართულების უფრო სწრაფი და ხარისხიანი განვითარების მიზნით, 2019 წლის მიწურულს მივიღეთ გადაწყვეტილება ტექნიკური გუნდის ცალკე, დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბების შესახებ. 2020 წლიდან კომპანია ევროსერვისს შემოემატა 3 ახალი მიმართულება: პოსტ საგარანტიო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება-მონტაჟი, საგარანტიო და პოსტ საგარანტიო ხელსაწყოების და საბაღე ტექნიკის (ელექტრო და ბენზო ინსტრუმენტების) შეკეთება, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.
ჩვენ ვფარავთ სარემონტო სამუშაოების სრულ სპექტრს ელექტრონული დიაგნოსტიკით დაწყებული და ტექნიკისა ან ინსტრუმენტის ნებისმიერი ნაწილის შეცვლამდე. თქვენ ყოველთვის მიიღებთ გარანტირებულად ხარისხიან მომსახურებას ჩვენი პროფესიონალებისაგან და ყოველთვის იქნებით დარწმუნებულები თქვენი ტექნიკის სანდოობაში. კომპლექსურ სამუშაოებში მონაწილეობს რამოდენიმე სპეციალისტი და თითოეული პასუხისმგებელია სამუშაოს თავის ნაწილზე.
ვიწრო პროფილის სპეციალისტები ამაღლებენ სერვისის შრომაუნარიანობას და შესრულებული სამუშაოების ხარისხს. ტექნიკის მომსახურება დაორგანიზებულია მწარმოებლის მოთხოვნების მიხედვით, ხოლო სერვისის აღჭურვილობა პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას.

ჩვენთან შეგიძლიათ შეაკეთოთ: Makita, Crown, Metabo, Raider, Scheppach, Lavor, Al-Ko, Dewalt, Ingko, Bosch, Stihl, Omax, Kaercher, AEG

ჩვენ ასევე გთავაზობთ საბაღე ტექნიკის სეზონურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს

ჩვენ შევაკეთებთ:


ელექტრო ინსტრუმენტები, მინი ბურღი, სახრახნისი, ბეწვა ხერხი, ელექტრო მაკრატელი, კუთხსახეხი, მიქსერი, პერფორატორი, პლასტმასის უთო, პოლირების აპარატი, რენოვატორი, საწარმოო ფენი, სახეხი, სახრახნისი აკუმლატორზე, ფრეზი, ღარის ამოსაღები, შალაშინი, შესაღები აპარატი, ცირკული ხერხი, წებოს პისტოლეტი, ბურღები, დანადგარები, ბაღის ინსტრუმენტები, ხელის ინსტრუმენტები.
რეკომენდაციები
  • გაიხარეთ! დიდი მადლობა შესრულებული სამუშაოსთვის!
    ვალერი
    ავეჯის მემონტაჟე
  • ნამდვილი პროფესიონალები, სად არ ვიყავი ვერ დაადგინეს რისი ბრალი იყო რომ პერფორატორი ვერ მუშაობდა მთელი ძალით. მადლობა და წარმატებები!
    გიორგი
    მშენებელი
  • კარგია რომ შეიძლება ცალკე შეკეთების გაკეთება და ცალკე პროფილაქტიკის, სანამ არ ვმუშაობდი ინსტრუმენტით - მოიყვანეს გონზე, ეხლა ვმუშაობ და არ მეშინია რომ გაფუჭდება!
    კობა
  • მიტანა-მოტანის სერვისი რომ გაქვთ ძალიან მაგარია! ამოვისუნთქეთ!
    ნინო
    შესყიდვების მენეჯერი