ხელოსნის ბლოგი

პოსტ საგარანტიო (ფასიანი) მომსახურება

გარანტიის შეწყვეტის ძირითადი პირობები:

  • საგარანტიო მომსახურების ვადის გასვლა
  • წაშლილია, დაზიანებულია ან შეიცვალა სერიული ნომერი
  • ინსტრუმენტის მონაცემების შეუსაბამობა საგარანტიო ბარათთან;
  • მექანიკური, ქიმიური ან ტემპერატურული ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება;
  • გაგრილების სისტემების და ღრუების გადაკეტვა;
  • გაუმართაობა გადატვირთვის ან არასწორი მუშაობის გამო;
  • ავარიები უვარგისი ან გაცვეთილი აღჭურვილობის გამოყენების გამო;
  • საწვავის ნარევის შემადგენლობისა და ხარისხის მოთხოვნების დარღვევა;
  • ხელსაწყოს არასტაბილური ძაბვის მქონე ქსელთან მიერთება;
  • პროდუქტის გახსნისა და თვითრემონტის კვალი.

დეტალური პირობები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს საგარანტიო ბარათში.


შეკეთების ძირითადი ეტაპები

  • მიღება: დოკუმენტების გადამოწმება, ინსტრუმენტის შემოწმება, მიღების ანკეტის შევსება და ქვითრის გაცემა.
  • დიაგნოსტიკა: ხელსაწყოების შემოწმება, მუშაობის შემოწმება, ანალიზი, გაუმართაობის დადგენა
  • რემონტის ღირებულების და ვადის კოორდინაცია კლიენტთან.
  • შეკეთება
  • ინსტრუმენტის გაცემა

  • შეკეთების ვადა დამოკიდებულია შეკეთების სირთულეზე, სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობაზე სერვის ცენტრის და  მიმწოდებლის საწყობებში. როგორც წესი, პროცესი გრძელდება არა უმეტეს 45 დღისა მომხმარებლისგან თანხმობის მიღებიდან.  სერვის ცენტრში დიაგნოზის დასმისთანავე მომხმარებელთან ვათანხმებთ შეკეთების ღირებულებას და  დამკვეთისგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ ვიწყებთ შეკეთებას (თუ სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომია).

ღირებულება

ჩვენ გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის შეკეთებისთვის. თანხა ყოველთვის წინასწარ არის შეთანხმებული კლიენტთან შეკეთების დაწყებამდე.


მიტანა-წამოღების მომსახურება

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ნივთის წამოღებას და შეკეთების შემდეგ მიტანას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე შესაძლებელია სასურველი სათადარიგო ნაწილის ან აქსესუარის გაგზავნა.  თრანსპორტირების ღირებულება თანხმდება მომხმარებელთან წინასწარ.


ტრანსპორტირების მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისა.


რა არის და როდის კეთდება დიაგნოსტიკა ?

დიაგნოსტიკა ხელს უწყობს გაუმართაობის და ფარული დეფექტების გამოვლენას. თუ დაგვიკავშირდით ფასიანი შეკეთებისთვის, ეს მომსახურება შედის მთლიან ღირებულებაში, რადგან ის შეკეთების განუყოფელი ეტაპია. მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუმენტი იყოს სუფთა. დასუფთავება შეიძლება განხორციელდეს სერვისცენტრში - ეს მომსახურება გადაიხდება ხელსაწყოს მიტანისთანავე. დასუფთავება შეგიძლიათ თავად გააკეთოთ.

დიაგნოზის შედეგების საფუძველზე, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას შეკეთების შესახებ (შეკეთებაზე უარის შემთხვევაში, იხდით მხოლოდ დიაგნოსტიკის საფასურს).