სიახლეები და სტატიები

პერფორატორის მოვლა

Მეგობრებო,

იცით თუ არა, რომ სერვის ცენტრში მიმართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის შემთხვევა, როდესაც ინსტრუმენტს იყენებთ სხვა მიზნებისთვის? მაგალითად, პერფორატორის, როგორც მიქსერის გამოყენება სქელი, წებოვანი სამშენებლო ნარევების შერევისთვის იწვევს ძრავის ნაწილების გადახურებას და მის დაზიანებას.
მაკიტას ტექნიკურმა ექსპერტებმა წარმოადგინეს პერფორატორის მოვლის რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ინსტრუმენტის მუშაობის ხანგრძლივობას.
• მუშაობის რეჟიმებს შორის გადართვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძრავა გაჩერებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს რედუქტორის ნაწილები.
• ზედმეტად ნუ დააწვებით ხელსაწყოს: დაწოლა არ გაზრდის დარტყმის სიმძლავრეს, ხოლო პერფორატორი შეიძლება დაზიანდეს.
• საჭრელი აღჭურვა უნდა იყოს კარგი ხარისხის და კარგად გალესილი. ბლაგვი საჭრელი პირი მნიშვნელოვნად ამცირებს ლულისა და დარტყმითი მექანიზმის რესურსს.
• არასათანადო აღჭურვის და აქსესუარების გამოყენება, გამოიწვევს მისი რესურსის მნიშვნელოვან შემცირებას და სწრაფ ცვეთას.
• სასურველია ნასვრეტების მაქსიმალურად დასაშვები ზომების გაბურღვა მოხდეს ორ ეტაპად, რომ არ მოხდეს ხელსაწყოს გადატვირთვა და მისი კომპონენტების სიცოცხლის ვადა მაქსიმალურად გაიზარდოს .
• მუშაობის დაწყებამდე (ან ყოველ 200 ნასვრეტში) შეზეთეთ საბურღის კუდოვანა სპეციალური საფოხით. ეს გაახანგრძლივებს ვაზნას სიცოცხლეს.
• შეარჩიეთ ბურღის სამუშაო სიგრძე ისე, რომ პერფორატორის ვაზნას რეზინის დამცავი არ ეხებოდესდასამუშავებელ მასალას.
• დროულად შეცვალეთ ვაზნას დამცავი. აბრაზიული მტვერის უმეტესი ნაწილი ხვდება ინსტრუმენტის ლულაში დამცავის დაზიანებული საფარის მეშვეობით.
• თუ პერფორატორს აქვს ელექტროძრავის სიჩქარის მარეგულირებელი, დიდხანს არ იმუშაოთ დაბალი სიჩქარით. ეს გამოიწვევს ძრავის ნაწილების გადახურებას და დაზიანებას.
• ყოველთვის გამოიყენეთ დაუზიანებელი დამაგრძელებელი კაბელი დაუზიანებელი შტეფსელით და ჩანგლით, თუ სადენი კოჭას გარშემო არის დახვეული, იგი მთლიანად უნდა გაშალოს.
• მაკიტას ლეგენდარული ხარისხი და დასაშვები დატვირთვით გამოყენება დაეხმარება მომხმარებელს ტექნიკის ხანგრძლივ მუშაობაში!