შეკეთება
დიაგნოსტიკა
შეკეთების შემთხვევაში დიაგნოსტიკა - უფასოდ!
დიაგნოსტიკა ხელს უწყობს გაუმართაობის და ფარული დეფექტების გამოვლენას. თუ დაგვიკავშირდით ფასიანი შეკეთებისთვის, ეს მომსახურება შედის მთლიან ღირებულებაში, რადგან ის შეკეთების განუყოფელი ეტაპია. მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუმენტი იყოს სუფთა.
დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას შეკეთების შესახებ (შეკეთებაზე უარის შემთხვევაში, იხდით მხოლოდ დიაგნოსტიკის საფასურს).

საგარანტიო მომსახურება
თან იქონიეთ ინსტრუმენტის საგარანტიო ბარათი (ტალონი)
წარადგინეთ ხელსაწყო სრული კომპლექტაციით აქსესუარებთან ერთად
წარადგინეთ შესყიდვის ქვითარი ან ჩეკი

გარანტიის შეწყვეტის ძირითადი პირობები:

  • საგარანტიო მომსახურების ვადის გასვლა
  • წაშლილია, დაზიანებულია ან შეიცვალა სერიული ნომერი
  • ინსტრუმენტის მონაცემების შეუსაბამობა საგარანტიო ბარათთან;
  • მექანიკური, ქიმიური ან ტემპერატურული ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება;
  • გაგრილების სისტემების და ღრუების გადაკეტვა;
  • გაუმართაობა გადატვირთვის ან არასწორი მუშაობის გამო;
  • ავარიები უვარგისი ან გაცვეთილი აღჭურვილობის გამოყენების გამო;
  • საწვავის ნარევის შემადგენლობისა და ხარისხის მოთხოვნების დარღვევა;
  • ხელსაწყოს არასტაბილური ძაბვის მქონე ქსელთან მიერთება;
  • პროდუქტის გახსნისა და თვითრემონტის კვალი.
დეტალური პირობები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს საგარანტიო ბარათში.


პოსტსაგარანტიო (ფასიანი) მომსახურება
შეკეთების ძირითადი ეტაპები

  • მიღება: დოკუმენტების გადამოწმება, ინსტრუმენტის შემოწმება, მიღების ანკეტის შევსება და ქვითრის გაცემა.
  • დიაგნოსტიკა: ხელსაწყოების კომპლექტაციის შემოწმება, მუშაობის შემოწმება-ანალიზი, გაუმართაობის დადგენა
  • რემონტის ღირებულების და ვადის შეთანხმება მომხმარებელთან
  • შეკეთება
  • ინსტრუმენტის გაცემა

შეკეთების ვადა

  • დამოკიდებულია შეკეთების სირთულეზე, სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობაზე სერვის ცენტრის და მიმწოდებლის საწყობებში. როგორც წესი, პროცესი გრძელდება არა უმეტეს 45 დღისა მომხმარებლისგან თანხმობის მიღებიდან. სერვის ცენტრში დიაგნოზის დასმისთანავე მომხმარებელთან ვათანხმებთ შეკეთების ღირებულებას და დამკვეთისგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ ვიწყებთ შეკეთებას (თუ სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომია).

ღირებულება

ჩვენ გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის შეკეთებისთვის. თანხა ყოველთვის წინასწარ არის შეთანხმებული კლიენტთან
შეკეთების დაწყებამდე.


მიმდინარე ტექ.დათვალიერება (პროფილაქტიკა)
ჩვენ ვახორციელებთ ელექტრო და აკუმულატორზე მომუშავე ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის, შიდა წვის ძრავით (ბენზინზე მომუშავე) დანადგარების, ბაღის მოწყობილობების, გენერატორების მიმდინარე (პროფილაკტიკურ) ტექმომსახურებას.

ძირითადი ეტაპები:

დოკუმენტების გადამოწმება, ინსტრუმენტის შემოწმება, მიღების ქვითრის გაცემა

დიაგნოსტიკა: ხელსაწყოების შემოწმება, მუშაობის ანალიზი, გაუმართაობის დადგენა და პრევენციული ღონისძიების ჩატარება.

მომსახურების ღირებულების შეთანხმება კლიენტთან.

პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურება: ზეთის შეცვლა, ზეთის და საწვავის ფილტრების შეცვლა, ცვეთადი ნაწილების და სახარჯი მასალების შეცვლა.

ინსტრუმენტის გაცემა.

წინასამუშაო/წინაგასაყიდი მომზადება
ძირითადი ეტაპები:
საქონლის გადატანა საწყობიდან/მაღაზიიდან სერვის ცენტრში.
შეფუთვის გახსნა და ყველა კომპონენტის შემოწმება.
პროდუქტის აწყობა.
რეგულირების მექანიზმების შემოწმება.
შევსება ზეთით და საწვავით.
გადაცემათა კოლოფის და გადაცემათა კოლოფის შეზეთვის კონტროლი.
აღჭურვილობის ტესტირება უმოქმედო (ე.წ. "ხალასტოი") სიჩქარით.
ტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნით, საწვავის ავზების დაცარიელება.
მოწყობილობის დემონტაჟი. კლიენტის მოთხოვნით, მისი მიწოდება შესაძლებელია ასევე აწყობილ მდგომარეობაში.
ყველა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრენდული სტიკერის გაკვრა საქონლის შეფუთვაზე, რომელიც ადასტურებს წინასწარ გაყიდვის მომსახურების პროცესის წარმატებით გავლის შესახებ.
კლიენტისთვის საქონლის ჩაბარება: მიწოდება ან თვითგატანა.